მისია
დაცული, ქართულენოვანი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნა ინდივიდებისთვის, ორგანიზაციებისთვისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.
ადგილობრივი · დაცული · ქართულენოვანი
ვქმნით დაცულ, ქართულენოვან და პრაქტიკულად გამოსაყენებელ ხელოვნური ინტელექტის სისტემებს ინდივიდებისთვის, ორგანიზაციებისთვისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.
ხელოვნური ინტელექტი, რომელიც არის
მისია
დაცული, ქართულენოვანი და პრაქტიკულად გამოსაყენებელი ხელოვნური ინტელექტის სისტემების შექმნა ინდივიდებისთვის, ორგანიზაციებისთვისა და სახელმწიფო სტრუქტურებისთვის.
ხედვა
სუვერენული ხელოვნური ინტელექტის პლატფორმა, რომელშიც ორგანიზაცია თავად აკონტროლებს მონაცემებს, წვდომებს, მოდელის არჩევანსა და სამუშაო პროცესებს — გარე ტექნოლოგიურ აქტორებზე ნაკლები დამოკიდებულებით.
ეს არ არის მხოლოდ სამომავლო ხედვა: ლაბორატორია ამ არქიტექტურაზე უკვე მუშაობს და პირველ წელს ქმნის მის პრაქტიკულ, გასაყიდ ვერსიებს.
0
დაცული სისტემა
0
ორგანიზაციული მოდული
0
საჯარო პროდუქტი
პროდუქტის პორტფელი
წლის ბოლოს მიზანია გვქონდეს სამი ძირითადი დაცული სისტემა, ხუთი ორგანიზაციული პროგრამული მოდული და ოთხი საჯარო პროდუქტი.
სამი ძირითადი დაცული სისტემა — ერთი ადამიანიდან მთელ უწყებამდე.
01
პირადი კომპიუტერი, სადაც ხელოვნური ინტელექტი მუშაობს უშუალოდ მომხმარებლის სამუშაო გარემოში. ის ეხმარება დოკუმენტების დამუშავებაში, კვლევაში, ტექსტების, ანგარიშებისა და წერილების მომზადებაში და ყოველდღიურ სამუშაო ამოცანებში. სისტემა მორგებულია მომხმარებლის პროფესიასა და საჭიროებებზე, ხოლო წვდომებს თავად მომხმარებელი განსაზღვრავს.
02
დაცული საერთო ტექნიკური და პროგრამული გარემო ათამდე თანამშრომლისთვის. სისტემა აერთიანებს ორგანიზაციის დოკუმენტებს, მოძიებას, ანგარიშების მომზადებასა და სამუშაოს ავტომატიზაციას. თითო თანამშრომელს აქვს საკუთარი წვდომა, ხოლო ორგანიზაცია ინარჩუნებს კონტროლს მონაცემებსა და სამუშაო წესებზე.
03
უფრო დიდი მასშტაბის ადგილობრივი ინფრასტრუქტურა რამდენიმე დეპარტამენტისა და სამსახურისთვის. პლატფორმა აერთიანებს მონაცემთა დაცულ დამუშავებას, წვდომების მართვას, დოკუმენტების ანალიზსა და სამუშაო პროცესების კონტროლს. მისი გაფართოება შესაძლებელია კონკრეტული უწყების საჭიროებისა და მასშტაბის მიხედვით.
ხუთი პროგრამული მოდული ორგანიზაციის ყოველდღიური სამუშაოსთვის.
04
სისტემა ეხმარება ორგანიზაციას დოკუმენტების, პროცესებისა და შესაბამისობის წესების გადამოწმებაში. ის აერთიანებს მტკიცებულებებს და გამოყოფს საკითხებს, რომლებიც დამატებით განმარტებას საჭიროებს. საბოლოო დასკვნასა და გადაწყვეტილებას იღებს უფლებამოსილი ადამიანი.
05
მომხმარებელი სვამს კითხვას და სისტემა პასუხს ეძებს კონტრაქტებში, კვლევებში, შიდა წესებში, ანგარიშებსა და სხვა არქივში. პასუხთან ერთად ნაჩვენებია წყარო, საიდანაც ინფორმაციაა მიღებული. ეს ამცირებს ინფორმაციის ხელით მოძიებაზე დახარჯულ დროს.
06
არსებული ინფორმაციის საფუძველზე ამზადებს წერილების, ანგარიშების, შეჯამებებისა და სამუშაო დოკუმენტების პირველ ვერსიებს. თანამშრომელი ამოწმებს, არედაქტირებს და ამტკიცებს საბოლოო მასალას, მაგრამ უფრო სწრაფად იწყებს მუშაობას.
07
კონკრეტული პროფესიის, სამსახურის ან ამოცანისთვის მორგებული ასისტენტები. ისინი ეხმარება კვლევაში, ანალიზში, ადმინისტრაციულ სამუშაოსა და სხვა პროფესიულ ამოცანებში, წინასწარ დამტკიცებული ცოდნის, ინსტრუქციებისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.
08
მოდულები ეხმარება ორგანიზაციას დავალებების კლასიფიკაციაში, პასუხისმგებელი პირების განსაზღვრაში, ვადების შეხსენებასა და შესრულებული სამუშაოს აღრიცხვაში. ხელმძღვანელი და გუნდი ხედავენ პროცესის მდგომარეობას და ნაკლებ დროს ხარჯავენ განმეორებად ადმინისტრაციულ მოქმედებებზე.
ოთხი პროდუქტი ფართო საზოგადოებისთვის.
09
პირდაპირი დემოკრატიის პრინციპებზე დაფუძნებული არაპარტიული ციფრული სივრცე. ადამიანები წერენ პრობლემებს, სურვილებსა და წინადადებებს; ხელოვნური ინტელექტი აერთიანებს მსგავს თემებს, გამოყოფს საერთო პრიორიტეტებს და ამზადებს პოლიტიკური პლატფორმის პროექტს. მონაწილეები მას განიხილავენ, ცვლიან და შიდა კენჭისყრით ამტკიცებენ. მონაწილეობა ნებაყოფლობითია და შედეგები მხოლოდ მონაწილეთა გაერთიანებულ ხედვებს ასახავს.
10
მედიის პროდუქტი ახალი ამბებისთვის, ანალიტიკისთვის, ვიდეოსა და აუდიოსთვის, ასევე მნიშვნელოვანი საკითხების გასაგებად ახსნისთვის. ხელოვნური ინტელექტი ეხმარება კვლევასა და მასალის პირველი ვერსიის მომზადებაში, ხოლო გამოქვეყნებულ მასალაზე პასუხისმგებლობა სარედაქციო გუნდს ეკისრება.
11
აპლიკაცია კულტურული ღონისძიებების, არტისტების, შემოქმედებითი ჯგუფებისა და სივრცეების გასაცნობად. მომხმარებელი იღებს ინფორმაციას ღონისძიებების შესახებ, ხოლო ორგანიზატორებსა და შემოქმედებს ეძლევათ საკუთარი საქმიანობის წარდგენისა და აუდიტორიასთან კავშირის საშუალება.
12
ადამიანი აგროვებს საკუთარი ცხოვრების ისტორიას, მოგონებებს, გამოცდილებას, ფოტოებს, ჩანაწერებსა და მნიშვნელოვან დოკუმენტებს. სისტემა ეხმარება მასალის დალაგებასა და მემუარების შექმნაში. სიცოცხლეშივე განსაზღვრული ნებართვებით, ახლობლებს მომავალში შეუძლიათ დატოვებულ ისტორიებზე დაფუძნებული ციფრული თანამოსაუბრის გამოყენება. ეს არის დატოვებულ მასალაზე დაფუძნებული ციფრული წარმოდგენა და არა თავად ადამიანის ცნობიერება.
ვიდეო · 6:28
სამი დაცული სისტემა, ხუთი ორგანიზაციული მოდული და ოთხი საჯარო პროდუქტი — თითოეული დეტალურად, ერთ ვიდეოში.
ტექნოლოგიური მიდგომა
ადგილობრივი სისტემების საფუძველი არის ღია მოდელების შერჩევა, ქართულ ენაზე მათი შეფასება და მორგება, აგენტური სამუშაო გარემოს შექმნა და პროდუქტის შიგნით ინტეგრაცია.
მიზანი არ არის ნულიდან საბაზისო მოდელის შექმნა; მიზანია არსებული ღია მოდელების პრაქტიკულად გამოსაყენებელ ქართულ სისტემებად გარდაქმნა.
01
ღია მოდელი არის ხელოვნური ინტელექტის მოდელი, რომლის გაშვებაც შესაძლებელია საკუთარ ინფრასტრუქტურაზე, გარე სერვისზე დამოკიდებულების გარეშე. ლაბორატორია მუშაობს ღია ამერიკულ და ჩინურ მოდელებთან: ხდება მათი ქართულ ენაზე მორგება, შეფასება და ჩვენს სამუშაო გარემოში ინტეგრაცია.
02
აგენტური გარემო მოდელს აძლევს ინსტრუმენტებს, რომ მრავალსაფეხურიანი სამუშაო შეასრულოს — მოიძიოს დოკუმენტი, მოამზადოს ანგარიში, შეასრულოს დავალება. ჩვენი სამუშაო გარემო ეყრდნობა OpenClaw-ისა და Hermes Agent-ის ტიპის ინსტრუმენტებს, თუმცა კონკრეტული ტექნიკური არჩევანი იცვლება უსაფრთხოების, ხარისხისა და ხარჯის შეფასების მიხედვით.
03
მოწინავე დახურული მოდელების — Claude-ის, OpenAI-ის, Gemini-ისა და სხვების — პროგრამული ინტერფეისები გამოიყენება მხოლოდ კონკრეტულ არაკონფიდენციალურ ამოცანებზე, როდესაც ამოცანა და მონაცემები ამის საშუალებას იძლევა. კონფიდენციალური დოკუმენტები და პირის საიდენტიფიკაციო მონაცემები გარე ინტერფეისებში არ იგზავნება.
04
ორგანიზაციის, აუდიტის, სახელმწიფო უწყებებისა და სხვა კონფიდენციალური მონაცემები მუშავდება ადგილობრივ ინფრასტრუქტურაში. ღრუბლოვანი გამოთვლები გამოიყენება მხოლოდ ღია, გასუფთავებულ ან ანონიმიზებულ მასალაზე. სისტემა იყენებს როლებზე დაფუძნებულ წვდომებს, საქმიანობის ჟურნალებს, დაშიფრულ კავშირებსა და სარეზერვო ასლებს.
ძირითადი ეტაპები
პირველი ორი თვე ეთმობა ადგილობრივი ტექნიკური გარემოსა და მცირე დემოების შექმნას. შემდეგი ათი თვე ეთმობა სისტემების განვითარებას, უსაფრთხოების გამყარებას, პილოტებსა და კომერციულ გაშვებას.
ტექნიკური გარემოს აწყობა, მოდელების ტესტირება და მცირე დემოები.
აპარატურის, ადგილობრივი ქსელის, დაშიფრული წვდომების, მონიტორინგისა და სარეზერვო წესების გამართვა; ქართულენოვანი ღია მოდელების პირველი ტესტირება; ინდივიდუალური ასისტენტის, დოკუმენტების მოძიებისა და მოკლე ანგარიშის მომზადების მცირე დემოები.
ინდივიდზე მორგებული ლეპტოპის სამუშაო დემო; ათკაციანი დეპარტამენტის სისტემის მცირე დემო განსხვავებული წვდომებით; სამინისტროს პლატფორმის არქიტექტურული და ფუნქციური დემო სინთეზურ მონაცემებზე; დოკუმენტების ანალიზისა და ანგარიშების მომზადების საწყისი მოდულები; პოლიტიკური აპლიკაციის თემების დაჯგუფებისა და შიდა კენჭისყრის პროტოტიპი.
პროდუქტების განვითარება, უსაფრთხოების გამყარება და პილოტების მომზადება.
ქართულენოვანი მოდელების ხარისხის შეფასება, აგენტური გარემო, აუდიტის სისტემა და ავტომატიზაციის მოდულები.
ინდივიდუალური და ათკაციანი სისტემების ტესტირება; მედიის, კულტურ ინფოსა და ცხოვრების საცავის საწყისი ვერსიები.
კლიენტური დემოები, მომსახურების პაკეტები, უსაფრთხოების მოთხოვნები და პილოტური შეთანხმებების მომზადება.
სამი სისტემისა და ცალკეული მოდულების შეთავაზებები, დემო შეხვედრები და პილოტების პირობები.
კლიენტური პილოტები, საჯარო პროდუქტების დახურული გამოცდა და კომერციული გაფართოება.
გადამოწმებული კლიენტებისთვის დანერგვა, სწავლება, მხარდაჭერა და პოლიტიკური აპლიკაციის შეზღუდული გამოცდა.
სამინისტროს პლატფორმის მრავალდეპარტამენტიანი ტესტირება, ტექნიკური დოკუმენტაცია და შესყიდვებთან შესაბამისობა.
პოლიტიკური აპლიკაციის ჯგუფის გაფართოება, მედიის, კულტურ ინფოსა და ცხოვრების საცავის განვითარება.
მოდულების ცალკე გაყიდვა, ახალი პილოტები, პარტნიორობები და შუალედური ინვესტორული ანგარიში.
ხარისხის შეფასება, შედეგების ანგარიშგება და მეორე წლის გეგმა.
უსაფრთხოების, ხარისხისა და გამოყენებადობის შეფასება; დოკუმენტაცია და კლიენტური ანგარიშები.
პორტფელის შეფასება, ფართო გაყიდვისთვის მზადყოფნა და მეორე წლის გეგმა.
ვიდეო · 16:10
ლაბორატორიის ხედვა, პროდუქტები, ტექნოლოგიური მიდგომა და თორმეტი თვის სამუშაო გეგმა — სრული ვიდეო პრეზენტაცია.
ერთი წელი